ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში სამმაგი დუბლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში სამმაგი დუბლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს „ლეიკერსმა“ შინ მიიღო „დალასი“ და 124:104 გაიმარჯვა.

კალიფორნიელთა რიგებში საუკეთესო იყო ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე იყო 28 ქულა (20-დან 10 ზუსტი სროლა თამაშიდან და შვიდიდან ექვსი ზუსტი საჯარიმო), 12 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნა.

ასე რომ, 41 წლის ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კალათბურთელი გახდა, ვინც ერთ მატჩში სამმაგი დუბლის შესრულება შეძლო.