NBA-ს სუპერფინალურ სერიაში „ნიუ იორკ ნიქსი“ დაწინაურდა #1TVSPORT
NBA-ს სუპერფინალურ სერიაში „ნიუ იორკ ნიქსი“ დაწინაურდა #1TVSPORT

ტეხასში NBA-ს 2025/2026 წლის სეზონის სუპერფინალური სერია „სან ანტონიო სპურსსა“ და „ნიუ იორკ ნიქსს“ შორის დაიწყო.

პირველ შეხვედრაში ნიუიორკელებმა სტუმრად 105:96 გაიმარჯვეს და ანგარიში გახსნეს – 1:0.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ნიუ იორკის“ უკანახაზელი, ჯეილენ ბრასონი იყო, რომელმაც 30 ქულას მოუყარა თავი. 18 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა კარლ-ენტონი თაუნსს, მან ასევე შესანიშნავი დაცვა ითამაშა „სან ანტონიოს“ ლიდერის, ვიქტორ ვემბანიამას წინააღმდეგ. ამ უკანასკნელმა მატჩი 26 ქულით დაასრულა, თუმცა უშუალოდ თამაშიდან მეტოქის ფარს 21-ჯერ შეუტია და მხოლოდ 6 ტყორცნა იყო ზუსტი.

გუნდებს შორის სერიის მეორე შეხვედრა 6 ივნისს კვლავ „სან ანტონიოს“ დარბაზში ჩატარდება.