ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ 89:111 წააგო „ბოსტონ სელტიქსთან“.
ამ შეხვედრაში კალიფორნიელთა ფორვარდმა, ლებრონ ჯეიმსმა 20 ქულა დააგროვა. ის გახდა NBA-ს ისტორიაში პირველი კალათბურთელი, ვინც რეგულარულ ჩემპიონატებში 43 000 ქულა დააგროვა. მატჩის შემდეგ ლებრონის ანგარიშზე 43 008 ქულაა.
პლეიოფის მატჩების გათვალისწინებით, ჯეიმსს კარიერაში 51 297 ქულა აქვს აღებული.