მაიკლ ჯორდანი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, რონალდო მესამეა, მესი - მეხუთე #1TVSPORT
მაიკლ ჯორდანი ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია, რონალდო მესამეა, მესი - მეხუთე #1TVSPORT

„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპსამეულში მოხვდა.

რონალდო ამ სიაში ზედიზედ მეორედ გავიდა მესამე ადგილზე. გამოცემა Sportico-ს მონაცემებით, პორტუგალიელის საერთო შემოსავალმა 2.09 მილიარდი დოლარი შეადგინა ან 2.53 მილიარდი ინფლაციის გათვალისწინებით.

რეიტინგს სათავეში უდგას NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი, რომლის ჯამური შემოსავალი შეფასებულია 3.28 მილიარდ დოლარად (4.5 მილიარდი ინფლაციის გათვალისწინებით). მეორე ადგილზეა გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი (1.97/2.88).

ინფლაციის გათვალისწინებით, ტოპათეულში მოხვდნენ: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (2.03 მილიარდი), „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესი (1,99 მილიარდი), გოლფისტები – არნოლდ პალმერი (1,85 მილიარდი) და ჯეკ ნიკლაუსი (1,83 მილიარდი), ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი (1,68 მილიარდი), ყოფილი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (1,67 მილიარდი) და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი (1,57 მილიარდი).

აღსანიშნავია, რომ TOP-50-ში ერთადერთი ქალი წარმომადგენელი გახდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი – ის მე-40 ადგილზე გავიდა 680 მილიონი დოლარით.