ლებრონ ჯეიმსის გაფორმებით ოთხი კლუბია დაინტერესებული #1TVSPORT
ლებრონ ჯეიმსის გაფორმებით ოთხი კლუბია დაინტერესებული #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ცნობილმა ინსაიდერმა ბრაიან უინდჰორსტმა ინფორმაცია გაავრცელა „ლოს ანჯელესის ლეიკერსის“ 41 წლის ფორვარდის ლებრონ ჯეიმსის მომავალზე.

ჟურნალისტის მონაცემებით, სეზონებს შორის შესვენებისას, ოთხი კლუბია დაინტერესებული ჯეიმსის გადაბირებით – „გოლდენ სტეიტ უორიორზი“, „კლივლენდ კავალიერზი“ და კიდევ ორი გუნდი, რომელთა სახელებიც უცნობია.

ლებრონ ჯეიმსის მოქმედი ხელშეკრულება კალიფორნიულ კლუბთან 2025-26 წლების სეზონის შემდეგ იწურება.