NBA | „ოკლაჰომა“ „სან ანტონიოსთან“ სერიაში დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა, „ოლკაჰომამ“ საკუთარ მოედანზე „სან ანტონიო“ 127:114 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი მასპინძელთა უკანახაზელი, რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც მატჩი 32 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. 22 ქულა ჰქონდა ალექს კარუზოს, ხოლო 20 – ჯარედ მაკკეინს.
დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრა 29 მაისს „სან ანტონიოს“ დარბაზში ჩატარდება. „ოკლაჰომა“ გამარჯვების შემთხვევაში NBA-ს სუპერფინალში ზედიზედ მეორედ გავა და ამჯერად „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.