NBA | „სან ანტონიოსა“ და „ოკლაჰომას“ სერიაში გადამწყვეტი, მეშვიდე მატჩი შედგება [ვიდეო] #1TVSPORT
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში „სან ანტონიომ“ საკუთარ მოედანზე „ოკლაჰომა“ 118:91 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:3 გახადა.
შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „სან ანტონიოს“ ლიდერი, ფრანგი ვიქტორ ვემბანიამა იყო, მან მატჩი 20 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა.
სერიის გადამწყვეტი, მეშვიდე შეხვედრა 31 მაისს „ოკლაჰომას“ დარბაზში ჩატარდება. გამარჯვებული გუნდი სუპერფინალში „ნიუ იორკ ნიქსს“ დაუპირისპირდება.