კელი უბრე ჯუნიორი „გოლდენ სტეიტში“ გადასვლასთან ახლოს არის
კელი უბრე ჯუნიორი „გოლდენ სტეიტში“ გადასვლასთან ახლოს არის

ოკლაჰომამ“ მიმდინარე სატრანსფერო ეტაპზე უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები. გუნდი დატოვეს კრის პოლმა და დენის შრუდერმა. როგორც ირკვევა, „ოკლაჰომას“ ხელმძღვანელობა ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს „გოლდენ სტეიტთან“ კელი უბრე ჯუნიორისვორიორზში“ გაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები შემს ჩარანია და ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებენ.

25 წლის კელი უბრე გასულ სეზონზე მატჩში საშუალოდ 18.7 ქულასა და 6.4 მოხსნას აგროვებდა, მოედანზე კი საშუალოდ 34.5 წუთს ატარებდა.

გუშინ „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის ძალიან უსიამოვნო ინფორმაცია გახდა ცნობილი. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი კლეი ტომპსონი კვლავ დაშავდა და დიდი ალბათობით, მთლიან მომდევნო სეზონს გამოტოვებს. ეს „გოლდენ სტეიტისთვის“ დიდი დარტყმაა რეგულარულის დაწყებამდე და გუნდის ხელმძღვანელობას გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.