ოკლაჰომას პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ფერადკანიანი მამაკაცის დაკავება ჩანს
ოკლაჰომას პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ფერადკანიანი მამაკაცის დაკავება ჩანს

აშშ-ის ოკლაჰომას შტატის პოლიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ფერადკანიანი მამაკაცის დაკავება ჩანს. 42 წლის დერიკ სკოტი პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ 2019 წლის 20 მაისს გარდაიცვალა.

ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ სკოტი პოლიციელებმა წააქციეს. ისმის დაკავებულის სიტყვები „ვერ ვსუნთქავ“, რაზეც ერთ-ერთი ოფიცერი მას პასუხობს: „არ მადარდებს“.

მოგვიანებთ, კადრებში ჩანს, რომ მამაკაცი გაუნძრევლად წევს და არ რეაგირებს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ ექიმებმა მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

ოკლაჰომას პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, 2019 წლის 20 მაისს სამართალდამცველები სატელეფონო გამოძახებაზე მივიდნენ. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ფერადკანიანი მამაკაცი რამდენიმე პირს ეკამათებოდა და ცეცხლსასროლ იარაღს იქნევდა.

თავდაპირველად, კადრებში ჩანს, რომ სკოტი სამართალდამცველებს გაურბის. მოგვიანებით, როდესაც ოფიცრებმა ის წააქციეს, ჩანს, რომ მათ დაკავებულის ჯიბიდან იარაღი ამოიღეს.

ჩანაწერში ისიც მოხვდა, თუ როგორც ცდილობენ სამართალდამცველები სასწრაფო დახმარების მისვლამდე კარდიო–პულმონური რეანიმაციის ჩატარებას.

აუტოფსიამ დაადგინა, რომ პოლიციის ქმედებებს ფატალური ტრავმა არ გამოუწვევია. დერიკ სკოტის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებს შორის ჩამოთვლილია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის მეტამფეტამინის მიღება, ასთმა, ემფიზემა და გულის დაავადება.