პოლ ჯორჯმა და რასელ ვესტბრუკმა სეზონის დასრულების შემდეგ ოპერაცია გადაიტანეს
პოლ ჯორჯმა და რასელ ვესტბრუკმა სეზონის დასრულების შემდეგ ოპერაცია გადაიტანეს
ოკლაჰომა სიტისთვის 2018-19 წლების სეზონი ცოტა ხნის წინ პორტლენდთან წაგებული სერიით დასრულდა. ბლეიზერსმა მეტოქეს საერთო ჯამში დამაჯერებლად, 4-1 მოუგო და ასპარეზობას გამოთიშა. როგორც გაირკვა, ოკლაჰომას ერთ-ერთი ლიდერი, პოლ ჯორჯი, მატჩებს ტრავმით ატარებდა. ჯორჯს მხარი აწუხებდა და ამან მას მაქსიმალურად თავის გამოჩენის საშუალება არ მისცა.
ამ მიზეზით, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის მტკიცებით, ოპერაცია ასევე ოკლაჰომელთა კიდევ ერთმა წამყვანმა კალათბურთელმა, რას ვესტბრუკმაც გადაიტანა. თანდერის გამთამაშებელს მარცხენა ხელის თითი და ასევე მარჯვენა მუხლი აწუხებდა, რის გამოც ქირურგიული ჩარევა გახდა საჭირო.
დიდი ალბათობით, ორივე სპორტსმენი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის პირველ ნაწილს გამოტოვებს.
დატოვე კომენტარი