„ფინიქსი“ კრის პოლის გადმობირებას ცდილობს

12:12, 11.11.2020

კრის პოლი შესაძლოა, მიმდინარე წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველაზე აქტუალური თავისუფალი აგენტი გახდეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, „ოკლაჰომას“ ვეტერანი გამთამაშებლის გუნდში დაშვებას რამდენიმე კლუბი აქტიურად ცდილობს.

ESPN-ის ჟურნალისტების, ტიმ ბონტემპისა და ბრაიან ვინდჰორსტის ცნობით, „ფინიქსი“ ამჟამად აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს „ოკლაჰომასთან“ სწორედ კრის პოლის გაცვლასთან დაკავშირებით, თუმცა  დეტალები ჯერჯერობით​ უცნობია.​

ასევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ კრის პოლით ლოს ანჯელესლეიკერსიც“ არის დაინტერესებული.

მსგავსი