ნუგზარ თინიკაშვილი - ტატუნაშვილის ოჯახი გაგებით ეკიდება ვითარებას, იციან ვისთანაც გვაქვს საქმე
ნუგზარ თინიკაშვილი - ტატუნაშვილის ოჯახი გაგებით ეკიდება ვითარებას, იციან ვისთანაც გვაქვს საქმე

ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა და ერგნეთში დღეს გამართულ შეხვედრაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მისი თქმით, უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ოჯახი არსებულ ვითარებას გაგებით ეკიდება.

„ოჯახი არაფერს გეგმავს. იცით, რომ ყოველ საღამოს მთავრობის წევრები მოდიან ადგილზე და პირადად აცნობენ მათ ინფორმაციას, თუ რა კეთდება ცხედრის გადმოცემის მიზნით. ოჯახი ამ ყველაფერს იღებს, იმ უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, გაგებით ეკიდებიან და იციან ყველაფერი, ვისთანაც გვაქვს საქმე, რომ ამ საკითხს ხელისუფლება მცდელობას არ აკლებს“ , – განაცხადა თინიკაშვილმა.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრა დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი თქმით, შეხვედრაზე ორი მთავარი საკითხი დაისვა, რომელიც ტატუნაშვილის ცეცხლის გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი ორი მოქალაქის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უკავშირდებოდა.  დაახლოებით ოთხსაათიანი დისკუსიის შემდეგ, მკაფიო პასუხი ვერც ერთ საკითხზე ვერ იქნა გაცემული.