„ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა დონბასში გაერო-ს მისიის განთავსების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ბერლინში, „ნორმანდიული ოთხეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა დონბასში გაერო-ს მისიის განთავსების საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, მოლაპრაკებები ძალიან დეტალური, ღია და კონსტრუქციული იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიცავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და კონფლიქტის ზონის გამყოფი ხაზიდან მძიმე შეიარაღებას გაიყვანენ, ასევე დაიწყებენ აღნიშნული ტერიტორიის განაღმვას. რაც შეეხება შეხვედრის მთავარ თემას, გაერო-ს სამშვიდობო მისიის საკითხს, მხარეებმა მხოლოდ პირობა დადეს, რომ მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
„პრინციპში, ორივე მხარე თანახმაა გაერო-ს მისიის განთავსებაზე. თუმცა რუსეთისა და უკრაინის წარმოდგენები, თუ როგორი იქნება ის, როგორი იქნება მისი მანდატი და პასუხისმგებლობის ზონა, ჯერჯერობით ძალიან დაშორებულია ერთმანეთისგან“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბოლო 156 თვის განმავლობაში, ეს იყო გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა .