საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის რუსეთის მონაწილეობის გარეშე შესაძლო ჩატარების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, მაისში გერმანიაში საფრანგეთის, უკრაინისა და გერმანიის პირველი პირების შეხვედრა გაიმართება. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრა ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში რუსეთის გარეშე გაიმართება და განხილვის მთავარი თემა დონბასში გაერო-ს მშვიდობისმყოფელების განთავსება იქნება.
კრემლში აცხადებენ, რომ მსგავსი ინიციატივის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.