ნიკარაგუაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას ერთ ადამიანი დაიღუპა
ნიკარაგუაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებისას ერთ ადამიანი დაიღუპა

ნიკარაგუაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ერთ ადამიანი ემსხვერპლა. დაპირისპირება ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ოპოზიციურად განწყობილ დემონსტრანტებს ქვეყნის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მხარდამჭერებიც დაუპირისპირდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.

ქვეყნის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები დედაქალაქ მანაგუას აღმოსავლეთ ნაწილში შეიკრიბნენ და ქალაქის ცენტრისკენ აპირებდნენ გადაადგილებას. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები აპრილში დაიწყო. მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი მემარცხენე მთავრობის მიერ სოციალური პაკეტების შემცირებამ გამოიწვია.