არგეტინამ მესისა და მარტინესის დუბლებით ნიკარაგუა გაანადგურა [ვიდეო]
არგეტინამ მესისა და მარტინესის დუბლებით ნიკარაგუა გაანადგურა [ვიდეო]

არგეტინის ნაკრებმა კოპა ამერიკასთვის მზადების ციკლში ამხანაგური შეხვედრა გამართა ნიკარაგუს ნაკრებთან და 5:1 გაანადგურა მეტოქე.

პირველ ტაიმში ორი წუთის ინტერვალით დუბლი შეასრულა ლიონელ მესიმ, რომელიც პირველი ნახევრის შემდეგ, პაულო დიბალამ შეცვალა.

მეორე ნახევარში ასევე დუბლი შეასრულა „ინტერის“ ფორვარდმა ლაუტარო მარტინესმა, კიდევ ერთი გოლი არგენტინელთაგან რობერტო პერეირამ გაიტანა.

ნიკარაგუამ ერთი საპასუხო გოლის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პენალტით გაიტანა.

არგენტინამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

არმანი, ოტამენდი, ფოიტი (73. ფუნეს მორი), პარედესი, ლო სელსო, როდრიგესი (56. ტალიაფიკო), მესი (46. დიბალა), აგუერო (46. მარტინესი), სუარესი (57. პერეირა), აკუნია (62. დე პაული), სარავია.