ნიკარაგუაში ამნისტიის ახალი კანონის საფუძველზე 50 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს
ნიკარაგუაში ამნისტიის ახალი კანონის საფუძველზე 50 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს

ნიკარაგუაში 50 პოლიტიკური პატიმარი ამნისტიის შესახებ გამოცემული ახალი კანონის საფუძველზე გაათავისუფლეს. მსჯავრდებულები ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებული პირები არიან.

ნიკარაგუაში საპროტესტო აქციები 2018 წლის აპრილში მიმდინარეობდა, როდესაც პრეზიდენტი დანიელ ორტეგა სოციალური სარგებლის შემცირებას შეეცადა. პროტესტი მალევე უფრო მასშტაბურ მოძრაობაში გადაიზარდა და მოქალაქეები პრეზიდენტის მმართველობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. თუმცა, კანონმდებლობა მკაცრად გააკრიტიკეს როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის წარმომადგენლებმა, ასევე ოპოზიციურმა ჯგუფებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაუსჯელს ტოვებს იმ პირებს, ვინც არეულობის დროს დანაშაული ჩაიდინა.

ამნისტიის შესახებ კანონი აგრეთვე შეეხო იმ პირებს, ვის მიმართაც გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, კანონი გათავისუფლებულ პოლიტიკურ პატრიმრებს ანტისახელისუფლებო აქციებში მონაწილეობას უკრძალავს.

2018 წლის არეულობის დროს სამართალდამცველებმა 700-მდე ადამიანი დააპატიმრეს. შეტაკებების შედეგად, აქციის 325 მონაწილე დაიღუპა. პოლიტიკური დევნის გამო, 60 000-ზე მეტმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 200-მდე პოლიტიკური პატიმარი.