უკრაინის უმაღლესმა რადამ ნიკარაგუის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭრა
უკრაინის უმაღლესმა რადამ ნიკარაგუის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭრა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ნიკარაგუის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭრა. შესაბამის გადაწყვეტილებას 322 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ნიკარაგუას სანქციები ხუთი წლის ვადით დაუწესდა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ნიკარაგუის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება ოკუპირებულ ყირიმში ე.წ. საპატიო საკონსულოს გახსნის გამო მიიღო.

როგორც საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, უკრაინის საგარეო უწყებამ არაერთხელ მიმართა ნიკარაგუის მთავრობას არამართლზომიერი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა უკრაინული მხარის მოთხოვნები უგულვებელყოფილი იყო.

დანილოვის განცხადებით, ნიკარაგუის პრეზიდენტმა 2020 წლის 3 აგვისტოს გამოსცა განარგულება, რომლითაც ყირიმში „ნიკარაგუას საპატიო კონსულად“ ოლეგ ბელავენცევი დანიშნა. ბელავენცევი კიევის სასამართლომ 2019 წლის მარტში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, სახელმწიფო ღალატისა და აგრესიული ომის წარმოებისკენ წაქეზებაში ცნო დამნაშავედ და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო აღნიშნულ ნაბიჯებს უკრაინისა და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევად აფასებს.

დატოვე კომენტარი