ჯო ბაიდენი - ნიკარაგუაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პანტომიმაა, რომელიც არ ყოფილა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული
ჯო ბაიდენი - ნიკარაგუაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პანტომიმაა, რომელიც არ ყოფილა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული

ნიკარაგუაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები პანტომიმაა, რომელიც არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი და რა თქმა უნდა, არც დემოკრატიული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, 39 ოპოზიციონერის დაპატიმრებით, დანიელ ორტეგას რეჟიმმა შედეგები ჯერ კიდევ არჩევნებამდე გააყალბა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ნიკარაგუის ლიდერი ასევე გააკრიტიკა თავისუფალი მედიის, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობისა და დაშინების გამო.

„დიდი ხნის განმავლობაში არაპოპულარული და ახლა დემოკრატიული მანდატის გარეშე, ორტეგას და მურილოს ოჯახი ახლა მართავს ნიკარაგუას, როგორც ავტოკრატები“, – თქვა ბაიდენმა.

არჩევნების შემდეგ დანიელ ორტეგა ნიკარაგუის პრეზიდენტი ზედიზედ მეოთხედ გახდება. აშშ-სა და ევროკავშირს ორტეგას რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები აქვთ დაწესებული.