დონალდ ტრამპი - აშშ ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კუბაში დემოკრატიის აღდგენისკენ ისწრაფვის
დონალდ ტრამპი - აშშ ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კუბაში დემოკრატიის აღდგენისკენ ისწრაფვის

აშშ ვენესუელაში, ნიკარაგუასა და კუბაში დემოკრატიის აღდგენისკენ ისწრაფვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესისადმი ყოველწლიური მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, აშშ „მსოფლიოში ლიდერობას იბრუნებს“ და „ისევ იბრძვის თავისუფლებისთვის საკუთარ ნახევარსფეროში“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მხარს კუბელების, ნიკარაგუელების და ვენესულელების დემოკრატიის აღდგენის იმედს“,- განაცხადა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ კონგრესში ტრამპის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი ხუან გუაიდო. ტრამპის თქმით, „აშშ გუაიდოს ვენესუელას ერთადერთ და ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებს.“

„ძალიან გთხოვთ წაიღეთ ეს გზავნილი სამშობლოში. ყველა ამერიკელი გაერთიანებულია და მხარს უჭერს ვენესუელას ხალხის სამართლიან ბრძოლას თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, სოციალიზმი ანგრევს ერებს. მაგრამ, გახსოვდეთ, თავისუფლება აერთიანებს სულებს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამ სიტყვების შემდეგ კონგრესში მყოფ ხუან გუაიდოს დარბაზში შეკრებილი კონგრესმენები და სხვა სტუმრები ტაშით მიესალმნენ.

დატოვე კომენტარი