ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა

ყოველთვის ვხვდებით ქართველ პარტნიორებს, ამისთვის ვიყენებთ ყველა ფორმატს და პლატფორმას, ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვას, ეს ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომელზეც თურქეთი ყველა პლატფორმაზე საუბრობს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოსმან ასკინ ბაკიმ ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი მინისტრები მუდმივად საუბრობენ ამაზე ნატო-ს ძალებთან. საქართველო ჩვენი მეგობარი და მეზობელია და გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა კომერციული, ინდუსტრიული თავდაცვითი თუ ლოჯისტიკური მიმართულებით. ჩვენი სავაჭრო ბრუნვა კიდევ იზრდება. კავკასიის რეგიონიდან საქართველოს გაწევრიანება ძლიერად უნდა იყოს მხარდაჭერილი ყველას მიერ, ასეთია თურქეთია პოზიცია. აქ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზეც ქართველ კოლეგებს ეს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ“,- განაცხადა ოსმან ასკინ ბაკიმ.