მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს, რომელმაც სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა აქციაზე მივიდა და სიტყვით გამომსვლელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ის პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა.
ამასთან, აქციის დაშავებულ გამომსვლელს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.