მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ
მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ისინი ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას მოითხოვენ.

აქციას ბავშვთა გასართობი ცენტრის მფლობელები, ტუროპერატორები, სასტუმროს მფლობელები მართავენ.

ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა კარვის გაშლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს ორი კარავი დროებით ჩამოართვა.