მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

სამოქალაქო აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ ეთქვათ, რომ ხელისუფლებაში იმყოფება ძალა, რომელიც რუსეთის გავლენის ქვეშ არის.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეები მინისტრთა კაბინეტის წევრებს ასახიერებდნენ და ბანერებზე მათ მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები ჰქონდათ გამოტანილი.

„ქართული ოცნების ხელისუფლება ღიად პრორუსული ხელისუფლებაა, რომელიც მიგვაქანებს ჩრდილოეთით, მაშინ, როდესაც ჩვენი მთავარი საგარეო კურსი უნდა იყოს დასავლეთით და იმ არჩევანის დასაცავად, რაც საქართველოს მოქალაქეებმა წლების წინ გავაკეთეთ, ჩავწერეთ კონსტიტუციაში. დღეს „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება ყველა ღირებულებას, რომელზეც დგას ევროპული, ჯანსაღი, დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენი პერფორმანსიც ამას ეხება – მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ოცნება“, – განაცხადა „სირცხვილიას“ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ.

დატოვე კომენტარი