მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება [ფოტო]
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება [ფოტო]

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და ამასთან, აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.

აქციაზე ისმის შეძახილები, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

კანცელარიასთან შეკრებილების ნაწილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს უნდა შეუერთდეს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს.

საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალებთან საუბრისას დღეს განაცხადა: „საქართველო, ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“.