აქციის მონაწილეები რატი ამაღლობელისა და გიორგი ქადაგიძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობით მიემართებიან.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც კანცელარიისკენ გადაადგილდებიან, წინ გიორგი ქადაგიძე და რატი ამაღლობელი მიუძღვებიან.

ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული და აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მანამდე პარლამენტთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს, მათ შორის, პარტია „ახლის“ ლიდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა, პარტია „ახლის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს.