პარლამენტთან სამართალდამცველებსა და პარტია „ახლის“ ლიდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა
პარლამენტთან სამართალდამცველებსა და პარტია „ახლის“ ლიდერებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, ტერიტორიიდან გაეყვანათ პარტია „ახლის“ ლიდერები, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ბაჩო დოლიძე, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან ისხდნენ.

დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა, პარტია „ახლის“ ლიდერებთან ერთად, რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე გედი ფოფხაძე, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი.

აქციის სხვა მონაწილეები ასევე ჩიტაძის მხრიდან საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მიახლოებას ითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შენობის თავისუფლად დატოვების საშუალებას არ მისცემდნენ.