„ევროპული საქართველო" - მთავრობის კანცელარიასთან გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს
„ევროპული საქართველო" - მთავრობის კანცელარიასთან გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს

მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპული საქართველოს” განცხადებაში, რომლითაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

როგორც „ევროპულ საქართველოში” აცხადებენ, დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

„ქართული ოცნების” მთავრობა განაგრძობს მოძალადე და პროპუტინური ჯგუფების წახალისებას და მათთვის ხელის დაფარებას.

დღეს მთავრობის კანცელარიასთან მოქალაქეთა ჯგუფს, რომლებიც ადამიანის უფლებებს იცავს, გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს. კანონის დაცვის ნაცვლად, ხელისუფლებამ არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა და მოძალადე, პრორუსული ჯგუფების მხარე დაიჭირა.

მთავრობა საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პოლიტიკური ინტერესის შესაბამისად შეუზღუდოს ადამიანებს შეკრების, გამოხატვის და გადაადგილების თავისუფლება.

სამწუხაროდ, ეს არაა პირველი შემთხვევა როცა მთავრობა პოლიტიკურ პარტნიორებად ძალადობრივ ჯგუფებს განიხილავს და მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან.

„ევროპული საქართველო” მხარს უჭერს ყველა მოქალაქის, მათ შორის ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას. თავისუფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს ეკუთვნის. ერთი ჯგუფის თავისუფლების შეზღუდვა, ყველას თავისუფლების შეზღუდვაა. თავისუფალი ქვეყანა ისაა, სადაც ყველას და მათ შორის ლგბტქ ადამიანებს აქვთ ღირსეულად და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან კონტრაქციის ოთხი მონაწილე დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული გურამ ფალავანდიშვილის შვილია. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს.

დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.