მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ნიდერლანდების ნაკრებმა შვედეთს დიდი სხვაობით მოუგო [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე F ჯგუფში ფავორიტთა მატჩი გაიმართა. ნიდერლანდები, რომელმაც პირველ ტურში იაპონიასთან ფრედ ითამაშა, შვედეთს დაუპირისპირდა. თავის მხრივ, სკანდინავიელებმა ჩემპიონატი ტუნისთან 5:1 მოგებით გახსნეს. მეორე ტურში კი შვედებს ნიდერლანდელების შესაჩერებლად იარაღი არ აღმოაჩნდათ – 1:5 დამარცხდნენ.
იაპონიასთან არცთუ დამაჯერებელი თამაშის შემდეგ „ნარინჯისფრებმა“ ძალების მობილიზება მოახერხეს და შვედებს პირველივე ტაიმი 2:0 მოუგეს. ორივე გოლი ბრობის ანგარიშზეა.
ნიდერლანდელები მეორე ტაიმშიც გაცილებით მწვავედ უტევდნენ, გაკპომ 7-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და 54-ე წუთისთვის უკვე 4:0-ს იგებდა.
ამის შემდეგ მატჩმა ფორმალური ხასიათი მიიღო. შვედეთის ნაკრებში შეცვლაზე შესული ელანგას გოლი პრესტიჟისა იყო, ხოლო საფინალო ანგარიში ნიდერლანდელმა ფორვარდმა სამერვილმა დააფიქსირა – 5:1.