თურქეთის ნაკრებმა ორ მატჩში 62 დარტყმა შეასრულა და გოლი ვერ გაიტანა - ეს მსოფლიო ჩემპიონატების ანტირეკორდია #1TVSPORT
თურქეთის ნაკრებმა ორ მატჩში 62 დარტყმა შეასრულა და გოლი ვერ გაიტანა - ეს მსოფლიო ჩემპიონატების ანტირეკორდია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში წაგების შემდეგ თურქეთის ნაკრებმა დაკარგა პლეიოფში გასვლის თეორიული შანსი. ვინჩენცო მონტელას გუნდმა 0:2 წააგო ავსტრალიასთან, 0:1 პარაგვაისთან და, ბოლო ტურის შედეგის მიუხედავად, ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს.

ამ ორ შეხვედრაში თურქებმა, ჯამში, 62 დარტყმა შეასრულეს და გოლი ვერ გაიტანეს. ეს ტურნირის ანტირეკორდია 1966 წლის შემდეგ, როცა სტატისტიკის აღრიცხვა დაიწყეს.

ავსტრალიასთან მატჩში თურქეთმა 30 დარტყმა (8 – ზუსტი) შეასრულა, პარაგვაისთან – 32 (5).

ამ ორ შეხვედრაში ყველაზე მეტი დარტყმა ჰქონდა „იუვენტუსის“ გარემარბს, ქენან ილდიზს – 12. 11-11 დარტყმა შეასრულეს არდა გიულერმა („რეალი“) და ჰაქან ჩალჰანოგლუმ („ინტერი“).