ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში შოტლანდიის წინააღმდეგ თავისი გუნდის განაცხადში იქნება. ამის შესახებ განაცხადა ბრაზილიელთა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ.
„ნეიმარი ხვალ ინდივიდუალურად ივარჯიშებს, შემდეგ კვირას გუნდთან ერთად ვარჯიშებს დაუბრუნდება, შემდეგ კი გამოვიძახებთ შოტლანდიასთან მატჩისთვის“, – განაცხადა ანჩელოტიმ ჰაიტისთან მოგების შემდეგ.
ბრაზილიისა და შოტლანდიის ნაკრებების შეხვედრა 25 ივნისს გაიმართება. ნეიმარმა გამოტოვა პირველი ორი ტურის შეხვედრა, რადგან ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის.