მინსკში მეორე ევროპული თამაშების გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. საზეიმო ცერემონია მეორე არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
მინსკი 21-დან 30 ივნისის ჩათვლით, 2019 წლის ევროპულ თამაშებს მასპინძლობს. აღნიშნული ღონისძიება მეორედ იმართება და მასში მონაწილეობას 4000-მდე სპორტსმენი მიიღებს. სპორტის 15 სახეობაში მედლების 199 კომპლექტი გათამაშდება.
ტურნირზე საქართველოს ღირსებას 10 სახეობაში 61 სპორტსმენი დაიცავს. ღონისძიების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი და მეორე არხების ეთერში იხილავთ.
მინსკის ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლის განრიგი.