კრივი - სახილ ალახვერდოვი ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე საქართველომ კიდევ ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

49 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სახილ ალახვერდოვმა ფინალში სომხეთის წარმომადგენელ არტურ ჰოვანესიანთან ანგარიშით 1:4 წააგო და ოქროს მედალი ხელიდან გაუშვა, თუმცა მინსკის თამაშებზე საქართველოს 29-ე მედალი მოუტანა.

მედლების საერთო რაოდენობით, საქართველო ამჟამად მეხუთე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი