საქართველოს ნაკრები მინსკის ევროპული თამაშებიდან დაბრუნდა
საქართველოს ნაკრები მინსკის ევროპული თამაშებიდან დაბრუნდა

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრებმა და სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრების წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ.

ჩვენმა გუნდმა საერთო ჯამში 30 მედალი მოიპოვა – ექვსი ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებში მედლები მოიპოვეს:

ოქროს მედალოსნები – ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).

ვერცხლის მედალოსნები – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი).

ბრინჯაოს მედალოსნები – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი).