ლერი ხაბელოვი - ვულოცავ ამ დიდ წარმატებას ჩვენს სპორტსმენებს და გულშემატკივრებს | მინსკი 2019 [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა საქართველოს პირველ არხთან მინკის ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლა შეაფასა. მისი განცხადებით, ტურნირი ძალიან წარმატებული გამოდგა და სასიამოვნოა, რომ წინა ევროპულ თამაშებთან შედარებით, იმ სახეობების რაოდენობა, რომლებშიც მედალი მოვიპოვეთ, გაზრდილია.

შეგახსენებთ, რომ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე საქართველოს ღირსებას 61 სპორტსმენი იცავდა, რომელთაგან 30-მა მედალი მოიპოვა.

დატოვე კომენტარი