იაკობ ქაჯაია - ჩემი თავისგან მეტს ველოდებოდი | მინსკი 2019 [ვიდეო]

ქართველმა სპორტსმენებმა მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულეს. ბოლო, 30-ე მედალი, საქართველოს დელეგაციას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მძიმეწონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ მოუტანა. ფინალური დაპირისპირების შემდეგ, მან კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და განაცხადა, რომ ორთაბრძოლა საკუთარი შეცდომის გამო დათმო.

მთლიანობაში მოჭიდავეთა გამოსვლა შეაფასა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ. მისი თქმით, ჩვენი გუნდი სწორებას ტოკიოში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე აკეთებს და ამჟამინდელი შედეგით კმაყოფილია, თუმცა მეტის იმედის ჰქონდა.