ცხრა დღის შემდეგ, საქართველოს ევროპულ თამაშებზე 28 მედალი აქვს | მინსკი 2019
ცხრა დღის შემდეგ, საქართველოს ევროპულ თამაშებზე 28 მედალი აქვს | მინსკი 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპული თამაშების მეცხრე საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს 28 მედალი აქვს მოპოვებული – 6 ოქრო, 8 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზეა.

ოქროსმედალოსნები – ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ბექა ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).

ვერცხლისმედალოსნები – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) და ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

ბრინჯაოსმედალოსნები – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი).

ბოლო დღის წინ., საქართველოს გარანტირებული აქვს მინიმუმ ორი ვერცხლი: კრივში 49-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალშია სახილ ალახვერდოვი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მძიმე წონის ფინალში იჭიდავებს იაკობ ქაჯაია. გარდა ამისა, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 97 კილოგრამში ბრინჯაოს შანსი აქვს რევაზ ნადარეიშვილს – ის რეპეშაჟს იჭიდავებს.