მიკროავტობუსის ბლოკირებისთვის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ცხრა ადამიანი დააკავეს
მიკროავტობუსის ბლოკირებისთვის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა, ცხრა ადამიანი დააკავეს

კიევის პოლიციამ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიკროავტობუსის ბლოკირებასთან დაკავშირებით ცხრა ადამიანი დააკავა.

ინფორმაციას კიევის პოლიციის წარმომადგენელი ოქსანა ბლიშიკი ავრცელებს. მისი თქმით, პოლიციის შენობაში ცხრა ადამიანი გადაიყვანეს, მათი უმეტესობა უკვე გათავისუფლებულია.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით, კიევში დააკავეს. თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა სააკაშვილის სპეცრაზმის მანქანიდან გადმოყვანა შეძლეს.