მიხეილ გიორგაძე თურქეთიდან საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, მიხეილ გიორგაძე სტამბოლში რეაბილიტაციის კურსს გადის.
კულტურის სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, რომ გიორგაძე კლინიკიდან 4 იანვარს გაწერეს და საქართველოში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება.
მიხეილ გიორგაძე თბილისიდან თურქეთში სამკურნალოდ 21 ნოემბერს გადაიყვანეს. გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.