მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს
მიხეილ გიორგაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს.

ინფორმაცია პირველ არხს კულტურის სამინისტროში დაუდასტურეს.

მიხეილ გიორგაძე თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.