მიხეილ გიორგაძე კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა
მიხეილ გიორგაძე კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა

კახეთში მყოფი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა. შემთხვევა გუშინ ღამით, სოფელ ნაფარეულთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი, ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილის აცხადებს, მიხეილ გიორგაძეს აღენიშნებოდა გულ-მკერდის დახურული ტრამვა და ნეკნების მოტეხილობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სხვა დეტალებს გამოძიება დაადგენს. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.