მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ ჭერის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები გამოჰყავთ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოიშალა.
როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“, სადაც რამდენიმე წუთის წინ ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, ვითარებას თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.