მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უილიამ ბარის დანიშვნა სურს
აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე უილიამ ბარის დანიშვნა სურს. ამის შესახებ „სი ენ ენი“ წერს.
კონსერვატორი იურისტი უილიამ ბარი აშშ-ის მთავარი პროკურორის თანამდებობას ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.
ამასთან, Fox News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს, ჰიზერ ნაუერტს წარადგენს. გაერო-ში მუდმივი წარმომადგენელი მინისტრის რანგში აშშ-ის კაბინეტის შემადგენლობაში შედის, რომელსაც თავად პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. გაერო-ში აშშ-ის ელჩის კანდიდატურას სენატი ამტკიცებს.