სენატის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები აშშ-ის გენპროკურორს უკრაინასა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს შორის კავშირების გამოძიებას სთხოვენ
სენატის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები აშშ-ის გენპროკურორს უკრაინასა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბს შორის კავშირების გამოძიებას სთხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პარალელურად, სენატის ორი კომიტეტის თავმჯდომარეები აშშ-ის გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს უკრაინასა და ჰილარი კლინტონის 2016 წლის საარჩევნო შტაბს შორის კავშირების გამოძიებას სთხოვენ. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

უილიამ ბარის მიერ გამოქვეყნებულ წერილში რესპუბლიკელები რონ ჯონსონი და ჩაკ გრესლი ვარაუდობენ, რომ 2016 წლის არჩევნებში უცხო ქვეყნის მხრიდან შესაძლო დახმარება არ იყო სათანადოდ გამოძიებული.

„იუსტიციის დეპარტამენტს ჯერ არ უცნობებია კონგრესისა და საზოგადოებისთვის, დაიწყო თუ არა მან უკრაინის მთავრობასა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს ან დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტს შორის კავშირებისა და კოორდინაციის გამოძიება. ამერიკული პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი უკრაინული ძალისხმევა, ჩაერიოს 2016 წლის არჩევნებში არ უნდა იყოს უგულებელყოფილი. იძიებთ თუ არა უკრაინის მთავრობასა და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბთან დაკავშირებულ პირებს ან დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტს შორის კავშირებს? თუ არა, რატომ?“, – ნათქვამია სენატში ფინანსური კომიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეების წერილში, რომელიც მათ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის მდივანს, უილიამ ბარს გაუგზავნეს.