აშშ-ის გენერალური პროკურორი - პორტლენდში ფედერალურ სასამართლოზე თავდასხმა მთავრობაზე თავდასხმის ტოლფასია
აშშ-ის გენერალური პროკურორი - პორტლენდში ფედერალურ სასამართლოზე თავდასხმა მთავრობაზე თავდასხმის ტოლფასია

აშშ-ის გენერალური პროკურორი უილიამ ბარი აცხადებს, პორტლენდში ფედერალურ სასამართლოზე თავდასხმა აშშ-ის მთავრობაზე თავდასხმის ტოლფასია. ამის შესახებ პროკურორმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„მთავრობის უმთავრესი პასუხისმგებლობა კანონის უზენაესობის დაცვაა, რათა ხალხმა იცხოვროს უსაფრთხოდ და შიშის გარეშე. იუსტიციის დეპარტამენტი გააგრძელებს მუშაობს ამ ვალდებულების შესასრულებლად“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

შეგახსნებთ, რომ პორტლენდში უკვე რამდენიმე კვირაა, რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება, რა დროსაც პოლიციასთან შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ამის გამო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქალაქში ფედერალური ძალები გააგზავნა.