წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე აშშ-ის გენერალურ პროკურორს ტყუილში სდებს ბრალს
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე აშშ-ის გენერალურ პროკურორს ტყუილში სდებს ბრალს

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე აშშ-ის გენერალურ პროკურორს ტყუილში სდებს ბრალს.

ადამ შიფმა „სიენენთან” საუბრისას განაცხადა, რომ გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა 2020 წლის 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მცდარი განცხადება გააკეთა და ამერიკელი ხალხი შეცდომაში შეიყვანა.

უილიამ ბარმა გასულ კვირას “სიენენთან” საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჩინეთი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი. ბარმა თქვა, რომ ამ განცხადებას სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით აკეთებდა.

ადამ შიფი აცხადებს, რომ ეს სიცრუეა და გენერალური პროკურორი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დასახმარებლად ყველაფერზეა წამსვლელი.