უილიამ ბარი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობას შობის დღესასწაულამდე დატოვებს
უილიამ ბარი აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობას შობის დღესასწაულამდე დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი უილიამ ბარი თანამდებობას შობის დღესასწაულამდე დატოვებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ძალიან სასიამოვნო შეხვედრა მქონდა გენერალურ პროკურორ ბარისთან თეთრ სახლში. ჩვენი ურთიერთობა ძალიან კარგი იყო. მან გამორჩეული სამუშაო გასწია! ამ წერილის თანახმად, ბილი შობამდე გადადგება, რათა არდადეგები ოჯახთან ერთად გაატაროს“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.

აღსანიშნავია, რომ უილიამ ბარის თანამდებობის ვადა 20 იანვარს ეწურებოდა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დატოვებდა. როგორც „ბიბისი“ წერს, ნაადრევად პოსტის დატოვება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უსაფუძვლო სარჩელებს უკავშირდება.