აშშ-ის გენერალური პროკურორი - ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საქმის აღძვრა არ იგეგმება
აშშ-ის გენერალური პროკურორი - ბარაკ ობამასა და ჯო ბაიდენის წინააღმდეგ საქმის აღძვრა არ იგეგმება

აშშ-ის გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მათი გამოძიება ბარაკ ობამას ან ჯო ბაიდენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას არ გამოიწვევს. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის გენერალური პროკურორმა, უილიამ ბარმა გააკეთა.

საქმე ეხება 2016 წლის არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ ჩატარებული გამოძების გადასინჯვას, რომელსაც ფედერალური პროკურორი ჯონ დურამი ხელმძღვანელობს.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც დღეს მაქვს, შემიძლია გითხრათ, რომ არც ობამას და არც ბაიდენის წინააღმდეგ კრიმინალური გამოძიების ჩატარება არ იგეგმება“, – განაცხადა უილიამ ბარმა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა არაერთხელ ახსენა ე.წ. ობამაგეითი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული“ უწოდა.

„ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რაში სდებს ბრალს მის წინამორბედს, თუმცა სავარაუდოდ ბრალდება ეხება ობამას პრეზიდენტობის ვადის დასრულების დროს სამართალდამცავების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს“, – წერს „როიტერი“.