მედიის ცნობით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალექსეი რეზნიკოვმა კონტრშეტევისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრა
მედიის ცნობით, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე ალექსეი რეზნიკოვმა კონტრშეტევისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე ისაუბრა

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი დაესწრო.

მედიის ცნობით, რეზნიკოვი კოლეგებს კონტრშეტევისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე ესაუბრა. აღნიშნულზე სასაუბროდ მოგვიანებით თავდაცვის მინისტრებმა ცალკეც გამართეს შეხვედრები ალექსეი რეზნიკოვთან.

მინისტერიალი ხვალ, 16 ივნისს დასრულდება. მას ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს.