ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ამ კვირაში უკრაინა აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ ანგარიშს წარუდგენს
ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ ამ კვირაში უკრაინა აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ ანგარიშს წარუდგენს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინა ამ კვირაში აშშ-ს კასეტური საბრძოლო მასალების გამოყენების შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

ალექსეი რეზნიკოვის თქმით, ის თავად მოუთმენლად ელოდება ამ ანგარიშის მიღებას, რომელიც მოგვიანებით ამერიკელ პარტნიორებს გადაეცემათ.

„ვიმედოვნებ, ეს საბრძოლო მასალები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ჩვეულებრივები. განსაკუთრებით, საარტილერიო სისტემების წინააღმდეგ“, – განაცხადა რეზნიკოვმა „სიენენთან“ ინტერვიუში.

მინისტრის თქმით, ქვეყანამ პენტაგონის წინაშე ვალდებულება აიღო, ასეთი ანგარიშები წარუდგინოს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-ისგან კასეტური საბრძოლო მასალები მიიღო და მათი ბრძოლის ველზე გამოყენება უკვე დაწყებულია.